კანონის განუსაზღვრელობის აკრძალვა თანამედროვე სისხლის სამართალში
ანოტაცია
კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნა კანონიერების პრინციპის გამოხატულებაა და თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის სამართლის საგარანტიო ფუნქციისთვის, რასაც, თავის მხრივ, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის, რათა მათ შეძლონ აკრძალვის წინასწარი განჭვრეტა და თავიანთი ქმედების ორგანიზება. განუსაზღვრელი ნორმა ადამიანის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკს ატარებს და სწორედ მისგან დაცვის გარანტიაა განსაზღვრულობის მოთხოვნა. წინამდებარე სტატიის მიზანია Lex certa-ს მიზნისა და არსის გამორკვევა. Lex certa არ შეიძლება ადგენდეს აბსოლუტურად განსაზღვრული ნორმის მოთხოვნას, რადგან ნორმა თავისი ბუნებით აბსტრაქტულია და ხშირად ბუნდოვანებაც ახასიათებს. სწორედ ის, თუ სად გადის ზღვარი დაშვებულ და დაუშვებელ განუსაზღვრელობას შორის და როგორ უნდა მოხდეს ზღვარის გავლება, იქნება განსჯის საგანი.