რატომ უნდა გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები მართლმსაჯულების განხორციელებისას?

ავტორები

  • კონსტანტინე კორკელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორი. ავტორი

ანოტაცია

ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენება მართლმსაჯულების განხორციელებისას იძლევა სწორი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ევროპული სტანდარტები ასრულებენ ადამიანის უფლებათა დაცვის ერთგვარი ორიენტირის ფუნქციას და ისინი ხელს უწყობენ ადამიანის უფლებათა დაცვას მაქსიმალურად მაღალი ხარისხით. რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ორიენტირზე.

მართლმსაჯულების განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გა-მოყენებას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომლებით სარგებლობის შემთხვევაშიც საქართველოს სასამართლოებს მიეცემათ შესაძლებლობა, უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვა ევროპული სტანდარტებით. მართლმსაჯულების განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც:

ა) ზოგადი ან ბუნდოვანი შიდასახელმწიფოებრივი ნორმების სწორი განმარტების საშუალება; ბ) შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტთან კოლიზიის თავიდან აცილების საშუალება; გ) შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებში არსებული სამართლებრივი ვაკუუმის ამოვსების საშუალება; დ) ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების განჭვრეტის საშუალება; ე) ადამიანის უფლებათა ეროვნული სტანდარტების განვითარების საშუალება. ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის სამართლებრივი დამაჯერებლობის შემძენი საშუალება.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • კონსტანტინე კორკელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორი.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

რატომ უნდა გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები მართლმსაჯულების განხორციელებისას?. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 1, 12-20. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/11