დისკრეციული უფლებამოსილების ნულოვანი რედუქციის მნიშვნელობა პოლიციის პრევენციულ საქმიანობაში

ავტორები

  • თამარ შავგულიძე ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ავტორი
  • მარიამ კუტალაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ავტორი

ანოტაცია

XIX საუკუნეში ჩამოყალიბებული კონცეფციის თანახმად, პოლიცია ასახავს „ძალის გამოყენებაზე სახელმწიფოს მონოპოლიას“. ძალაუფლების გამოყენების მონოპოლია არის დელიკატური საქმიანობის სფერო, რამდენადაც ეს ქმნის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხესა და ადამიანის უფლებების დარღვევის გაუმჟღავნებლობის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ეს საქმიანობა შემოფარგლულია სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ზოგადი პრინციპებით.

რამდენადაც საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისას პოლიციას მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, უნდა არსებობდეს საშუალება, რომელიც მის ფარგლებს დააბალანსებს. საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე მუხლის მიხედვით, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს განაპირობებს საპოლიციო საქმიანობის ადამიანის უფლებებით შებოჭვას, შესაბამისად, ღონისძიების თანაზომიერების პრინციპის დაცვით განხორციელების მოთხოვნას და ამასთან ცალკეული გარემოების გათვალისწინებით პოლიციის უფლებამოსილების ვალდებულებაში ტრანსფორმირების შესაძლებლობას.

კვლევის არსს წარმოადგენს პოლიციის პრევენციულ ღონისძიებებში დისკრეციული უფლებამოსილებისა და ძირითადი უფლებების ურთიერთმიმართების საკითხის განსაზღვრა.

ნაშრომში განხილული იქნება: პოლიციის, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელი სუბიექტის არსი და საპოლიციო ღონისძიებების გამიჯვნის საკითხი,რადგანაც წინამდებარე ნაშრომი პოლიციის პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია დისკრეციული უფლებამოსილების მნიშვნელობაზე საპოლიციო საქმიანობაში და მისი ფარგლების ნულოვანი რედუქციაზე. ამის შემდგომ კი განხილული იქნება კონკრეტული ძირითადი უფლებები, რომელთა შემთხვევაშიც მოხდება დისკრეციული უფლებამოსილების ნულოვანი რედუქცია.

საკითხის დამუშავების პროცესში გამოყენებულ იქნა კვლევის შემდეგი მეთოდები: იურიდიული ტელეოლოგია – ექსტენზიური და რედუქციული განმარტებების სახით;

სისტემური განმარტება – საპოლიციო ღონისძიებების გამიჯვნის პროცესში ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად.

კვლევა ემყარება საკანონმდებლო აქტების, სამეცნიერო ლიტერატურისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზს, რაც გამყარებულია შესაბამისი მაგალითებით.

ავტორის ბიოგრაფიები

  • თამარ შავგულიძე, ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

    ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

  • მარიამ კუტალაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

დისკრეციული უფლებამოსილების ნულოვანი რედუქციის მნიშვნელობა პოლიციის პრევენციულ საქმიანობაში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 12, 76-96. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/119