კონსტიტუციის შესაბამისი განმარტების მნიშვნელობა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო ნორმათკონტროლისას
ანოტაცია
კონსტიტუციაზე შინაარსობრივი წვდომა და, შემდგომში, საერთო წესრიგში რეალიზება, ნებისმიერი სამართლებრივი სისტემის უმთავრესი ამოცანაა. აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად, ნორმის განარტების მეთოდებია, რომელთაც საერთო სულისკვეთება – კონსტიტუციაზე ორიენტირება არ უნდა დაკარგონ. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის შესაბამისი განმარტება, რომელიც მნიშვნელოვან საფუძველს ქმის ორდინალურ წესრიგში კონსტიტუციური პრინციპების ფაქტობრივი ასახვისთვის. იგი კანონის ნორმას კონსტიტუციური საზომით აფასებს, ხოლო განმარტების მეთოდებს შორის კოლიზიას – კონსტიტუციის საფუძველზე წყვეტს.
წინამდებარე ნაშრომში, გერმანული და ქართული სამართლებრივი სისტემების ურთიერთშედარების საფუძველზე, მიმოხილულია კონსტიტუციის შესაბამისი განმარტების გარშემო არსებული აქტუალური საკითხები. განსახილველი თემის მნიშვნელობა გამოიხატება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით. პირველ რიგში, იგი მნიშვნელოვანია სისტემატიზაციის თვალსაზრისით, რათა უფრო კონკრეტულად იქნას აღქმადი სამართლის ნორმა და მისი განმარტების ხერხები. ამასთან, საინტერესოა, როგორც საერთო სასამართლოსთვის კონსტიტუციის შესაბამისი განმარტების დასაშვებობა, ისე მისი შესაძლო გადაკვეთის პუნქტები კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან.