თავისუფლებაშემზღუდველი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების საერთაშორისო- სამართლებრივი სტანდარტები

ავტორები

  • ლალი ფაფიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესის ასოცირებული პროფესორი. ავტორი

ანოტაცია

ერთიანი ევროპული საკანონმდებლო სივრცის და სამართლებრივი სისტემების დაახლოების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართულ საპროცესო კანონმდებლობაში ევროპული სტანდარტების პირდაპირი მოქმედების და სტრასბურგის პრეცედენტულ სამართალთან ეროვნული სასამართლო და საგამოძიებო პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფა. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლები არა მარტო აღიარებენ საერთაშორისო აქტების პირდაპირი მოქმედების პრინციპს ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ ავალდებულებენ სახელმწიფოს, უზრუნველყოს ამ თავისუფლების რეალიზაციისათვის ჯეროვანი გარანტიების არსებობა.

სს პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შეფასებისათვის ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს პიროვნების თავისუფლების შემზღუდველი საპროცესო იძულების ღონისძიებების საკანონმდებლო რეგლამენტაცია და გამოყენების პრაქტიკა წარ-
მოადგენს და ეს არა მარტო იმიტომ, რომ პიროვნების თავისუფლების და უსაფრთხოების ეფექტიანი უზრუნველყოფის გარეშე სხვა დანარჩენი უფლებების დაცვა ილუზიაა, არა მარტო იმიტომ, რომ მისი შეზღუდვა იმავდროულად იწვევს მასთან დაკავშირებული ბევრი სხვა უფლების შეზღუდვასაც (მაგ., გაერთიანების, გადაადგილების, შეკრების და ა.შ), შეუძლია პირდაპირ შეუშალოს ხელი კონვენციით გარანტირებული ბევრი უფლების განხორციელებას – ოჯახური და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვიდან საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლებამდე, არამედ იმიტომ, რომ დაპატიმრება გარკვეულწილად ლახავს ერთდროულად უდანაშაულობის პრეზუმფციის და შეჯიბრებითობის პრინციპებს, ართულებს ბრალდებულის მიერ დაცვის ჯეროვნად განხორციელებას პირადად თუ ადვოკატის მეშვეობით.

საქართველოს სსსკ მე-5 მუხლი აღიარებს პიროვნების თავისუფლების პრეზუმფციას, ხოლო სსსკ, რომელიც ემყარება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და დებულებებს, ამკვიდრებს სს პროცესში თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებს და კრიტერიუმებს, მათ შორის კონვენციით გათვალისწინებულ ისეთ ცნებებს, როგორებიცაა დასაბუთებული ვარაუდი, თავისუფლების შეზღუდვის ვადის გონივრულობა და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი. 

მაგრამ ერთია ეროვნულ კონსტიტუციებში კარგად ჩამოყალიბებული პიროვნული თავისუფლების უზრუნველმყოფელი გარანტიების გათვალისწინება და მეორეა სამართლებრივი სისტემის მიერ, სასამართლოების მეშვეობით, დროული და ეფექტიანი დაცვის განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი ორგანოს მიერ პირის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე. სწორედ ამიტომ, წინამდებარე კვლევის მიზანია სს პროცესში ევროპული სტანდარტების რეალიზაციასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემების და სირთულეების გამოვლენა და ამის საფუძველზე კონკრეტული რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და პროცესში მათი აქტიურობის ამაღლებისკენ.

ავტორის ბიოგრაფია

  • ლალი ფაფიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესის ასოცირებული პროფესორი.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესის ასოცირებული პროფესორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

თავისუფლებაშემზღუდველი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების საერთაშორისო- სამართლებრივი სტანდარტები. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 4, 67-104. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/59