პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონებთან მიმართებით
ანოტაცია
ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებასთან ერთად ამარტივებს პირადი ხასიათის ინფორმაციისადმი გარეშე პირთა წვდომის შესაძლებლობას, ქმნის პირად ცხოვრებაში უნებართვო შეჭრის საფრთხეებს და აჩენს ახალ კითხვებს პირის განმარტოების უფლებაში სახელმწიფოს მხრიდან ნებადართული ჩარევის საზღვრებთან დაკავშირებით.
ციფრული ინფორმაცია ყოველდღიურად სულ უფრო მეტ მნიშვნელობას და ხვედრით წილს იძენს საგამოძიებო ინფორმაციის ნაწილში და არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე გამოძიებისათვის. უდავოა, რომ უფლება ჩხრეკაზე სისხლის სამართალწარმოების ძირითადი შემადგენელი ნაწილია, თუმცა აღნიშნული მოითხოვს ელექტრონული მატარებლების ჩხრეკა-ამოღებაზე გამოძიების მწარმოებელი სუბიექტების უფლებამოსილების მკაფიო და დეტალურ საკანონმდებლო რეგლამენტაციას, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობისათვის დადგენილ განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ერთგვაროვანი ადმინისტრაციული პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
სტატიაში განხილულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრობლემატური ასპექტები პირის დაკავებისას მობილური ტელეფონის ჩხრეკა-ამოღებასთან მიმართებით.