ეკონომიკური და საკანონმდებლო ცვლილებები: მიწასთან დაკავშირებული პრაქტიკებისა და მორალის სიმრავლე დუშეთის სოფლებში

ავტორები

  • მარიამ დარჩიაშვილი ასისტენტ-პროფესორი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

მიწა, მორალის სიმრავლე (moralities), სამართლებრივი პლურალიზმი პრივატიზაცია, საძოვარი, დუშეთი

ანოტაცია

დუშეთის რაიონის სოფლები საძოვრების შემცირებისა და დაკარგვის საერთო პრობლემის წინაშე დგანან. სოფლების მცხოვრებლები ყიდიან პირუტყვს, რის შედეგადაც ადგილობრივი პირუტყვის რაოდენობა სამჯერ შემცირდა. მწყემსებისა და ძროხების ხილვა ახლად აშენებული ინფრასტუქტურის სიახლოვეს, წარმავალ ხედად იქცა იქ, სადაც ოდესღაც სოფლების კუთვნილი საძოვრები იყო. ჩემს საკვლევ საკითხს წარმოადგენს ეკონომიკური და სამართლებრივი ცვლილებების გავლენის შესწავლა ადგილობრივ ეკონომიკურ პრაქტიკებსა და მორალის სისტემებზე. განსაკუთრებით კი მაინტერესებს მიწასთან დაკავშირებული პრაქტიკები და მორალის სიმრავლე. ცვლილებების ფონზე გაჩნდა ახალი ცნებები და იდეები მიწის შესახებ; მიწა პრივატიზებული და გასაქონლებული გახდა; თუმცა, წინა მიდგომებს არსებობა არ შეუწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ძველი და ახალი ცნებები მიწის შესახებ შეიძლება
ურთიერთგამომრიცხავი იყოს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი შეიძლება თანაარსებობდნენ. წინამდებარე კვლევაში განვიხილავ მიწას სამართლებრივი პლურალიზმის პერსპექტივიდან ანთროპოლოგიური გაგებით. სამართლებრივი პლურალიზმი არის ანალიტიკური კონცეფცია იმ სიტუაციებისთვის, როდესაც ადამიანებს, თავიანთი ურთიერთქმედებისას, შეუძლიათ რამდენიმე სამართლებრივი სისტემით ხელმძღვანელობა. კვლევა, უმთავრესად, ეფუძნება ეთნოგრაფიულ მეთოდებს, დაკვირვებებსა და საუბრებს დუშეთის სოფლების მკვიდრ მოსახლეობასთან.

ავტორის ბიოგრაფია

  • მარიამ დარჩიაშვილი, ასისტენტ-პროფესორი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ასისტენტ-პროფესორი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-12

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

ეკონომიკური და საკანონმდებლო ცვლილებები: მიწასთან დაკავშირებული პრაქტიკებისა და მორალის სიმრავლე დუშეთის სოფლებში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 17. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/172

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.